Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მე-9 დღე ანალიზი

დრევანდელ დღეს გავიგეთ თუ რა არის დრაივი და როგორ გამოვიყენოთ იგი ვისწავლეთ თუ როგორ ჩავსვათ სიის გაჯეტი ბლოგში და რა საჭიროა იგი ასევე ვისწავლეთ ბლოგიდან არასწორად დაწერილი ინფორმაციის შეცვლა სწორით. და ვილაპარაკეთ მასწავლებლებმა ჩვენი პროექტების შესახებ.

ჩვენ გავიარეთ 9 დღიანი ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსზე. ვისწავლეთ ბევრი საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია თუ როგორ შევქმნათ პროექტი გავიგეთ თუ როგორ დავწეროთ გეგმა შევქმენით ბუკლეტი გადმოვიწერეთ პროექტისთვის საჭირო სურათები და ინფორმაცია. გავიგეთ თუ რა არის ბლოგი და მასზე მუშაობა ასევე ვისწავლეთ გაჯეტებზე მუშაობა. ძალიან კმაყოფილიდა მადლობელი ვარ ტრენინგით და მასწავლებლით. 

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

დღევანდელ დღეს  გავაგრძელეთ პროექტის წერა. და დავასრულეთ ბოლომდე შემდეგ დავარქვით სახელები ჩვენ მიერ ინტერნეტიდან გამოყენებულ მასალას პროექტი დავზიპეთ და გადავაგზავნეთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე შესანახად. ასევე დავიწყეთ გაჯეტების შესწავლა და ვისწავლეთ  სურათების გაჯეტების ჩასმა  წაშლა და სახელის დარქმევა ბლოგში.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელ დღეს გავიგეთ თუ როგორ დავასაქმოთ პროექტის შექმნისას ყველა მოსწავლე და როგორი დავალება მივცეთ მათ მათი შესაძლებლობის მიხედვით

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა ვისწავლეთ პოუერ პოინტში სლაიდების და სურათების ჩასმა ასევე დიზაინის დადება. გავიგეთ თუ როგორია პროექტის მიმდინარეობა და რა აქტივობებია ამისათვის საჭირო.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

დავიწყეთ ტრენინგი წინა გაკვეტილზე ნასწავლი მასალით დღეს ვისწავლეთ თუ რა რესურსებია საჭირო პროექტისათვის, ასევე გავიგეთ თუ რა აუცილებელია გამოყენებული ინტერნეტ და ბეჭვდითი ავტორების საავტორო უფლებების დაცვა, გავიგეთ თუ რა არის URL ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა და სურათის ჩასმა ბუკლეტში და ბლოგში დავწერეთ თუ ვისი დასწრებაა საჭირო პროექტის ჩატარების დროს.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავიგეთ თუ რა არის მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები  რა არის ზოგადი თემატური და ზოგადი შეკითხვები ასევე ვისწავლეთ მოსწავლის შეფასება პროექტის მსვლელობის დროს.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

გავიმეორეთ წინა დღის განვლილი მასალა ბუკლეტებზე მუშაობა, ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა მიზანი ვისწავლეთ 21 საუკუნის სტანდარტიდან, ბლუმის ტაქსონომიიდან თუ როგორი უნდა იყვეს მიზანი და რა საჭიროა იგი ასევე გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ სტანდარტს და მის გაკვეთილთან შესაბამისობის აუცილებლობას

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მე-2 დღე

გავიმეორეთ წინა დღეს გაგებული ცოდნა, დავამზადეთ ბუკლეტი.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის 1 დღე

ტრენინგში მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი,გავიგე თუ რა არის ინტელის კურსის გზამკვლევი შევქმენი ბლოგი.